თეგი: ამერიკის საელჩო

ამერიკის საელჩო: აშშ-მ საქართველოს მასშტაბით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების ოცზე მეტი პროექტი დააფინანსა

ამერიკის ელჩ კელი დეგნანს დადიანების სასახლეში მუზეუმის თანამშრომლებმა უმასპინძლეს. საელჩოს ცნობით, ელჩმა ბოტანიკური ბაღი, დედოფლის სასახლე და ნიკო დადიანის სასახლე დაათვალიერა. ასევე გაეცნო მუზეუმის კოლექციას, მათ შორის არის ღვთისმშობელ მარიამის კვართი, დედოფალ ბურდუხანის მეთორმეტე საუკუნის ხატი, იმამ შამილის ხმალი და ნაპოლეონ ბონაპარტის სიკვდილის შემდგომი ოთხი ნიღბიდან ერთი. „ზუგდიდში მდებარე დადიანების სასახლე სამეგრელოს ისტორიულ ავტონომიაზე, უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობასა და ევროპასთან საბჭოთამდელ ძლიერ ურთიერთობაზე მეტყველებს. გასული ოცდაათი წლის განმავლობაში შეერთებული შტატები, ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, მუშაობს საქართველოს არაჩვეულებრივი და მართლაც უნიკალური კულტურისა და ისტორიის შენარჩუნებასა და წარმოჩენაზე. საქართველოს მასშტაბით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების ოცზე მეტი პროექტი დავაფინანსეთ. მათ შორისაა ჯვრის მონასტრის შენარჩუნების მიმდინარე პროექტი. ასევე, რეგულარულად ვუჭერთ მხარს საქართველოს მუზეუმებსა და კულტურის სხვა ინსტიტუტებს“, - აღნიშნულია ამერიკის საელჩოს ინფორმაციაში.   

ამერიკის საელჩო: საქართველოს საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილია

აშშ-ის საელჩო სიამაყით დაეხმარა საქართველოს საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ჩამოყალიბებას და აქტიურად განაგრძობს მისი განვითარების მხარდაჭერას ტრენინგებით, წვრთნებით, აღჭურვილობითა და რეგიონული პარტნიორების ჩართულობით. ამერიკის საელჩოს ცნობით, ეს ცენტრი საქართველოს საზღვაო სივრცისა და შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილია. „გასულ კვირას ელჩი კელი დეგნანი მართვის ცენტრს ეწვია და სასაზღვრო პოლიციის უფროს ნიკოლოზ შარაძესა და მართვის ცენტრის უფროს შოთა მიროტაძეს თანამშრომლობის გაგრძელებაზე ესაუბრა“, - იტყობინება აშშ-ის საელჩო.  

აშშ-ის საელჩო: მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ომი უკრაინაში, ხოლო საქართველოში შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები

ამერიკის შეერთებული შტატები არ ცნობს აფხაზეთის რეგიონში 12 მარტს გამართული ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას და მის შედეგს არ აღიარებს,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ამასთან, აშშ მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ომი უკრაინაში, ხოლო საქართველოში შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება. „ოკუპირებულ აფხაზეთთან და „სამხრეთ ოსეთთან“ მიმართებაში ჩვენი პოზიცია უცვლელად მკაფიოა: ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამ ფუნდამენტური პრინციპების დაცვა ახლა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა რუსეთმა აირჩია აწარმოოს არაპროვოცირებული, გაუმართლებელი და სასტიკი ომი უკრაინაში. შესაბამისად, მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ომი უკრაინაში, ხოლო საქართველოში, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება, მათ შორის, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე, უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების, ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და უზრუნველყოს ამ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი ხელმისაწვდომობა“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ამერიკის საელჩო: მეტი სამუშაოა ჩასატარებელი იმისათვის, რომ უფრო მეტი ქალი იყოს წარმოდგენილი სასამართლოს სისტემის ხელმძღვანელ პოზიციებზე

„მეტი სამუშაოა ჩასატარებელი იმისათვის, რომ უფრო მეტი ქალი იყოს წარმოდგენილი სასამართლოს სისტემის ხელმძღვანელ პოზიციებზე“, - აცხადებს ამერიკის საელჩო და ელჩ კელი დეგნანისა და  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შორის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „საქართველოს სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა ნახევარზე მეტი ქალები არიან. ეს წარმომადგენლობა რწმენას მატებს ქალებს, რომ სასამართლო სისტემა მათ სამართლიანად მოექცევა. მეტი სამუშაოა ჩასატარებელი იმისათვის, რომ უფრო მეტი ქალი იყოს წარმოდგენილი სასამართლოს სისტემის ხელმძღვანელ პოზიციებზე. აშშ-ის მთავრობა მტკიცედ უჭერს მხარს ქართველებს, რომლებიც მუშაობენ სასამართლო სისტემაში ქალების ლიდერებად დაწინაურებაზე. ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ელჩმა დეგნანმა უმასპინძლა რამდენიმე მოსამართლეს, მათ შორის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ნინო ქადაგიძეს. ელჩმა მადლობა გადაუხადა მათ მოსამართლის პროფესიისადმი ერთგულებისთვის“, - ნათქვამია ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კელი დეგნანი: არავინ სთხოვს საქართველოს მთავრობას, რომ დააწესოს ორმხრივი სანქციები, თუ მათ ამის გაკეთება არ სურთ

რამდენად მნიშვნელოვანია, საქართველო შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს, მედიის ამ შეკითხვას საქართველოში ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა უპასუხა. „მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ 2008 წლის შემდეგ მილიარდი დოლარის დახმარება გაეწია საქართველოს და ჩემი და სხვა ქვეყნების მიერ დიდი ძალისხმევა ჩაიდო საქართველოს გაძლიერებასა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში. საქართველოს თავდაცვის ძალები 2008 წელთან შედარებით გაძლიერდა ამერიკასთან და სხვა მეგობრებთან თანამშრომლობის შედეგად. ახლა მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩვენ ერთიანი პოზიცია ვაჩვენოთ რუსეთის აგრესიას, რომელმაც ათასობით უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა და გაანადგურა უკრაინის ქალაქები. სანქციები მიმართულია რუსეთის ქმედებებზე ზეგავლენის მოხდენისკენ. მინდა ცხადად განვაცხადო, რომ არავინ სთხოვს საქართველოს მთავრობას, რომ დააწესოს ორმხრივი სანქციები, თუ მათ ამის გაკეთება არ სურთ და თუ ეს მათ ასე გადაწყვიტეს. ორმხრივი სანქციების დაწესება საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, თუმცა რა მოლოდინიც არსებობს ყველა ქვეყნის მიმართ, რომელიც რუსული აგრესიის წინააღმდეგია, იქნება ეს ჩემი ქვეყანა, თუ ნებისმიერი სხვა, არის ის, რომ ისინი დაემორჩილონ საერთაშორისო სანქციების რეჟიმს. საქართველო ყოველთვის კარგი პარტნიორი იყო საერთაშორისო სანქციების აღსრულების კუთხით, იქნებოდა ეს მიმართული ირანის თუ სხვა ქვეყანის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს, აშშ-ის და ყველა იმ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ, რომლებსაც თავისუფლების, სტაბილურობისა და უსაფრთხოების სჯერა. მნიშვნელოვანია, რომ ეს ორი საკითხი გაიმიჯნოს - ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო სანქციების აღსრულებაზე. საქართველო ემორჩილება საერთაშორისო სანქციებს. ბევრი სანქცია შეიძლება საქართველოზე პირდაპირ არც მოქმედებდეს. მნიშვნელოვანია, რომ ეს გავითვალისწინოთ და გავიაზროთ, რომ საქართველო ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად აღასრულებს სანქციებს რამდენადაც ეს მათ შეუძლიათ. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც არ დაემორჩილება საერთაშორისო სანქციებს, პასუხს აგებს. გავიმეორებ, მთავარია, რომ ჩვენ ყველამ ერთიანი მხარდაჭერა გამოვხატოთ უკრაინის მიმართ და ამის გაკეთების ერთ-ერთი გზა სწორედ საქერთაშორისო სანქციების აღსრულებაა“, - განაცხადა კელი დეგნანმა. შეგახსენებთ, 16 თებერვალს, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდება. უფრო ადრე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „საქართველო არ აპირებს, მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში“.

აშშ-ში რუსეთის ელჩის თქმით, ვაშინგტონში საელჩოს მუშაობა დაბლოკილია

რუსეთის საელჩოს მუშაობა ვაშინგტონში „დაბლოკილია“, მისი საბანკო ანგარიშები დახურულია და თანამშრომლებს ემუქრებიან, აცხადებს ელჩი ანატოლი ანტონოვი. მის ციტატას Reuters-ი რუსულ სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს. „საელჩო არსებითად ბლოკირებულია აშშ-ს სამთავრობო უწყებების მიერ. ჩვენი ორი საკონსულოს ანგარიშები ჰიუსტონსა და ნიუ-იორკში „Bank of America-მ დახურა“, - განაცხადა ანტონოვმა. ვიდრე პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 24 თებერვალს უკრაინის წინააღმდეგ ომს დაიწყებდა, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის სადავო იყო მათი შესაბამისი დიპლომატიური მისიების მოცულობს  და ფუნქციონირების საკითხი. ამის შემდეგ ევროპაში რუსეთის საელჩოებზეც ზეწოლა განხორციელდა და 300-ზე მეტი რუსი თანამშრომელი გააძევეს ევროპის დედაქალაქებიდან, რის გამოც მოსკოვმა საპასუხოდ გაიყვანა უცხოელი დიპლომატები. რუსეთის ელჩმა პოლონეთში გასულ კვირას განუცხადა Reuters-ს, რომ მისი საელჩოს საბანკო ანგარიშების დაბლოკვამ შეიძლება საბოლოოდ შეაფერხოს მისიის ფუნქციონირება, ამ შემთხვევაში კი, რუსეთი შეაჩერებს პოლონეთის საელჩოს მუშაობას მოსკოვში. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

სასამართლო გადაწყვეტილება გვარამიას, იაშვილისა და დამენიას საქმეებზე ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი - ამერიკის საელჩო

დღევანდელი სასამართლო გადაწყვეტილება გვარამიას, იაშვილისა და დამენიას საქმეებზე ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი და უფრო მეტად წარმოაჩენს საქართველოში დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის არსებობის ფუნდამენტურ მნიშვნელობას. თავიდანვე ამ საქმემ წარმოშვა კითხვები დროის გარემოებასა და ბრალდებებთან დაკავშირებით, ამ განცხადებას ამერიკის საელჩო ავრცელებს.  „შერჩევითი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შემაშფოთებელი პრაქტიკა, მიმართული ამჟამინდელი მთავრობის ოპოზიციაში მყოფი პირების მიმართ, ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას პოლიციის, პროკურატურის, სასამართლოებისა და თვით მთავრობის მიმართ. განსაკუთრებით ამ დროს, როდესაც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაღრმავების უპრეცედენტო შესაძლებლობა აქვს, სისხლის სამართლებრივი დევნის პოლიტიზირებულად აღქმაც კი ზიანის მომტანია. აშშ-ის მტკიცე პოზიციაა, რომ ჯანსაღი დემოკრატია სასამართლო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფასა და მედიის თავისუფლების დაცვაზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, მუდმივად მოვუწოდებდით მთავრობას არსებითი რეფორმების განხორციელებისკენ, ამ ფუნდამენტური დემოკრატიული პრინციპების დასაცავად“, - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.  

ამერიკის საელჩო: ჩვენი არაპარტიული, აპოლიტიკური დახმარება ხორციელდება მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტიაა ხელისუფლებაში

აშშ-ის საელჩო მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის ირგვლი შექმნილ ვითარებას მოკლე განცხადებით გამოეხმაურა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. „30 წელია, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სასამართლოს პროგრამებით, რომლებიც მიმართულია მისი დამოუკიდებლობისა და შესაძლებლობების გაძლიერებაზე. ჩვენი არაპარტიული, აპოლიტიკური დახმარება ხორციელდება მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია არის ხელისუფლებაში. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ძალისხმევა თანხვედრაშია როგორც საქართველოს, ისე ამერიკის კანონმდებლობასთან“, - აცხადებს ამერიკის საელჩო. „ქართული ოცნების“ თავმდჯომარე ირაკლი კობახიძის განცხადევით, ოპოზიციამ აშშ-ის საელჩო პირდაპირ დაადანაშაულა მოსამართლეზე ზეწოლაში - აშშ-ის დუმილი კი იმას ნიშნავს, რომ რასაც ოპოზიცია ავრცელებდა, დემაგოგია და სიცრუეა. 24 მაისს, კობახიძემ პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართა აშშ-ის საელჩოს, განცხადება გაევრცელებინა, რათა მისი თქმით, მოსამართლე ჩხიკვაძეზე სპეკულაციები დასრულდეს. კობახიძემ თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ ამერიკელი დიპლომატებისთვის სისხლის სამართლის დანაშაულის დაბრალება რბილად რომ ვთქვა, უკიდურესად უპასუხისმგებლო აქტია. მანამდე, მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ამერიკის საელჩომ პროგრამიდან მოხსნა.  ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, როგორც წესი, მისი პროგრამის მონაწილეების შერჩევის პროცესზე კომენტარს არ აკეთებს.

აშშ მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, დემოკრატიული რეფორმები არის გზა ამ მიზნის მისაღწევად - კარა მაკდონალდი

დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების პირადად შესასწავლად, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე კარა მაკდონალდი საქართველოს მრავალფეროვანი სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს შეხვდა. ამერიკის საელჩოს ოფიციალური ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს კანონის უზენაესობა, სასამართლო, მედიის თავისუფლება და ადამიანის უფლებები საქართველოში. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე თბილისში შეხვედრებს მართავს კარა მაკდონალდმა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი აშშ-ის მტკიცე ერთგულების შესახებ განაცხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დემოკრატიული რეფორმები არის გზა მათ მისაღწევად.

ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ. გპირდებით, რომ ვიქნებით თქვენი პარტნიორი აუცილებელი რეფორმების განხორციელებაში - ამერიკის საელჩო

ამერიკის საელჩო 20 ივნისს თბილისში გამართულ აქციას - „შინ ევროპისკენ“ შემდეგი ტექსტს უძღვნის: „შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და გპირდებით, რომ ვიქნებით თქვენი პარტნიორი აუცილებელი რეფორმების განხორციელებაში“.  შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისათვის, ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას 24 ივნისს მიიღებს. 20 ივნისს, თბილისში ხალხმრავალი აქცია - „შინ ევროპისკენ“ გაიმართა. ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად მოქალაქეები სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით შეიკრიბნენ. აქციის ორგანიზატორებმა, ევროპის მოედნის მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს. მანამდე, წაიკითხეს მანიფესტი და 24 ივნისისთვის კვლავ შეკრება დაგეგმეს. შეკრებილებს მიმართეს ევროპარლამენტარებმაც. აქციის ორგანიზატორის, „სირცხვილიას“ ლიდერის, შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, შეიქმნება სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭო, რომელიც გააერთიანებს სამოქალაქო მოძრაობებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტთა და მედია გაერთიანებებს, პოლიტიკურ პარტიებს, სტუდენტურ, კულტურულ და პროფესიულ კავშირებს. მასში შემავალი ყველა ჯგუფის კონსენსუსის საფუძველზე, ახალი სახალხო მოძრაობა ხელისუფლების წინაშე მოთხოვნებს წამოაყენებს.

კელი დეგნანი: აშშ მზადაა, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის აშკარა სურვილს და ხელი შეუწყოს რეფორმების განხორციელებას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე

„ვაშინგტონში, ისევე, როგორც თბილისში ნათელია, რომ შეერთებული შტატები მზადაა, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის აშკარა სურვილს და ხელი შეუწყოს რეფორმების განხორციელებას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, ამ გზავნილით ვაშინგტონიდან მიმართა საქართველოში ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა მოქალაქეებს. „მოგესალმებით ვაშინგტონიდან. აქ მაღალი რანგის ლიდერებთან შეხვედრები მაქვს მისიის ხელმძღვანელთა ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელიც მთელი მსოფლიოდან თავს უყრის აშშ-ის ელჩებს (მათ შორის ნაცნობ სახეებსაც შეამჩნევდით). ვაშინგტონში, ისევე, როგორც თბილისში ნათელია, რომ შეერთებული შტატები მზადაა, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის აშკარა სურვილს და ხელი შეუწყოს რეფორმების განხორციელებას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, - აღნიშნავს კელი დეგნანი. შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.  

კელი დეგნანი: ძალადობა მიუღებელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბოლო პერიოდში ვხედავთ თავდასხმებს მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ

ამერიკის ელჩმა დიპლომატიური წარმომადგენლობის ტერიტორიაზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ საელჩო სწავლობს არსებულ ცნობებს. ელჩმა აღნიშნა, რომ იმედგაცრუებას იწვევს ის ფაქტი, რომ ამ ინციდენტმა გადაფარა ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი არაჩვეულებრივი ღონისძიება“. „ჩვენ ვსწავლობთ ამ ინფორმაციას. ჩვენთვის უცნობია, დაიწყო თუ არა რაიმე კონკრეტული სამართლებრივი პროცესი, თუმცა ვიტყვი იმას, რომ ძალადობა მიუღებელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბოლო პერიოდში ვხედავთ თავდასხმებს მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. ჩვენ ასევე შეშფოთებულები ვართ ცნობებით, რომ ძალადობას აქვს ადგილი რეგიონებში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მიმართ. გუშინ, მართლაც არაჩვეულებრივი და პოზიტიური ღონისძიება გვქონდა. შევკრიბეთ ბევრი ქართველი. ჩვენ გვინდოდა, ხაზი გაგვესვა კიდევ ერთხელ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც ქართველები ერთიანდებიან ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის და ცოტა იმედგაცრუებულნი დავრჩით, რომ ამ ინციდენტმა გადაფარა ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მართლაც არაჩვეულებრივი ღონისძიება“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“.   ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში „ქართული ოცნების" დეპუტატებსა და „ტვ პირველის" დამფუძნებელს შორის მომხდარ ინციდენტს 30 ივნისს გამოეხმაურა. „აშშ-ის საელჩოსთვის ცნობილია ინფორმაცია ჩვენი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისას საელჩოს ტერიტორიაზე დაპირისპირების შესახებ. ჩვენ ვსწავლობთ ამ ინფორმაციას", - აცხადებს საელჩო. „ტვ პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთლის განცხადებით, აშშ-ის საელჩოს ეზოში მიმდინარე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც წერეთელი აცხადებს, მას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ხელი დაარტყა. ვატო წერეთელი აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს მიმართავს და კადრების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს. ანრი ოხანაშვილი, კი, აცხადებს, რომ, ვატო წერეთელმა მას პროვოკაცია მოუწყო. 

აშშ-ის საელჩო: შსს-სთვის ახალი აღჭურვილობის გადაცემა ტრანსნაციონალურ ქსელებს საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში სახიფათო კონტრაბანდის შეტანაში შეუშლის ხელს

აშშ-ის საელჩოს განცხადებით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისთვის აღჭურვილობის გადაცემა ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლას დაეხმარება. აშშ-მ შსს-ს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე აღჭურვილობა გადასცა „გასულ კვირას აშშ-ის საელჩომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადასცა აღჭურვილობა, რომელიც დაეხმარება ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლას და ტრანსნაციონალურ ქსელებს საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში სახიფათო კონტრაბანდის შეტანაში ხელს შეუშლის“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციამ (DEA), ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ფინანსური მხარდაჭერით, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე აღჭურვილობა გადასცა.

ელჩმა დეგნანმა და ზუგდიდის მოსამართლეებმა ეფექტიანი და სანდო სასამართლოსადმი აშშ-ის მხარდაჭერის საკითხი განიხილეს - ამერიკის საელჩო

ამერიკის ელჩი კელი დეგნანი ზუგდიდში მოსამართლეებს შეხვდა. აშშ-ის საელჩოს ცნობით, ელჩმა დეგნანმა და ზუგდიდის მოსამართლეებმა ეფექტიანი და სანდო სასამართლოსადმი აშშ-ის მხარდაჭერის საკითხი განიხილეს.  „რა უწყობს ხელს მშვიდობას, სტაბილურობასა და თანაზიარ კეთილდღეობას? - კანონის უზენაესობა და სასამართლო დამოუკიდებლობა. ელჩმა დეგნანმა და ზუგდიდის მოსამართლეებმა განიხილეს საელჩოს მხარდაჭერა საქართველოს ძალისხმევისადმი, ააშენოს ეფექტიანი და სანდო სასამართლო ისეთი პროგრამების მეშვეობით, როგორიცაა მენტორობა და სასწავლო კურსები. აშშ-ის ერთგულება საქართველოს განვითარებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი კვლავაც მტკიცეა“, - აღნიშნულია ამერიკის საელჩოს ინფორმაციაში. ამასთან, ამერიკის საელჩოს ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ოფიციალური ვიზიტით წალენჯიხის მუნიციპალიტეტს ეწვია. კელი დეგნანის თქმით, ამერიკის საელჩო მზადაა, ითანამშრომლოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ხალხის საკეთილდღეოდ. მხარეებმა დაათვალიერეს პროექტები, რომელიც ამერიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ვიზიტის ფარგლებში, კელი დეგნანი ნიკო კვარაცხელიას სახელობის IT სკოლაშიც იმყოფებოდა და სტუდენტებს გაესაუბრა.  

ამერიკის საელჩომ ზუგდიდის მერიას 3 ადაპტირებული მიკროავტობუსი გადასცა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტს, ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მხარდასაჭერად 3 ადაპტირებული მიკროავტობუსი გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, მიკროავტობუსები მერიას, აშშ-ის საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის ორმხრივი ურთიერთობების ოფიცერმა მაიორ დანიელ სეკულამ და ჰუმანიტარული პროგრამის მენეჯერმა თამარ რურუამ გადასცეს. პროექტის ღირებულება 207 000 დოლარია და მისი მიზანი შშმ პირებისთვის სერვისების გაუმჯობესებაა. მერმა მამუკა წოწერიამ ამერიკულ მხარეს ქველმოქმედებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს სატრანსპორტო საშუალებები იქნება მნიშვნელოვანი სოციალური პროგრამის განხორციელების საფუძველი. ,,მუნიციპალიტეტი უკვე მუშაობს პროგრამის კონკრეტულ დეტალებზე, რომელიც აისახება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში და ეს იქნება პირველი პროგრამა საქართველოს მასშტაბით, რომელიც გაზრდის შშმ პირების სოციალურ ადაპტაციასა და ინტეგრაციას და ხელს შეუწყობს მათი მობილობის გაზრდას", - აღნიშნა მერმა. სოციალური დაცვის და გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსის გოგი რევიას განცხადებით, აღნიშნული ადაპტირებული ტრანსპორტით, „მერია აპირებს ძალიან კარგი პროგრამის დანერგვას, რომლის ანალოგიც საქართველოში არ არის“. „ეს იქნება სერვისი ეტლით მოსარგებლეებისთვის, რომელიც მთლიანად მოიცავს მუნიციპალიტეტს და შშმ პირების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს”, - აღნიშნავს გოგი რევია.  

რა რეკომენდაციებს მოიცავს აშშ-ის საელჩოს მიერ პარლამენტისადმი გაგზავნილი დოკუმენტი

სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი რომლებმაც „ქართული ოცნებიდან“ გასვლის შემდეგ, მოძრაობა „ხალხის ძალა“ დააფუძნეს, 16 აგვისტოს გავრცელებულ მორიგ განცხადებაში კვლავ ამერიკის საელჩოს აკრიტიკებენ და წერენ, რომ „აშშ-ის საელჩომ პარლამენტს წარუდგინა დოკუმენტი სასამართლო რეფორმის შესახებ, რომელიც „დამატებით ამყარებს მათ დასკვნას, რომ საელჩოს მთელი ძალისხმევა სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებისკენ არის მიმართული“. Europetime დაინტერესდა რა შინაარსისაა ეს დოკუმენტი და ამერიკის საელჩოს მიერ პარლამენტისთვის გაგზავნილ რეკომენდაციებს გთავაზობთ: საკვანძო რეკომენდაციები სასამართლო რეფორმის შესახებამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში ქვემოთ მოცემულ რეკომენდაციებს წარუდგენს პარლამენტს, სასამართლოს, სამოქალაქო საზოგადოებას და მართლმსაჯულებისსისტემის სხვა დაინტერესებულ მონაწილეებს. რეკომენდაციები ეყრდნობა საელჩოს კომუნიკაციას პარლამენტთან და სხვა საკვანძო მხარეებთან. რეკომენდაციები, ასევე,ითვალისწინებს ვენეციის კომისიის, ეუთოს, ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს. ეს რეკომენდაციებიდეტალურია, თუმცა არა ყოვლისმომცველი. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ არის სხვა საკითხებიც, რომლებიც შემდგომ დახვეწას საჭიროებს. იმედი გვაქვს, რომ ეს რეკომენდაციები ხელს შეუწყობს პარლამენტს და მართლმსაჯულების სისტემის სხვა მონაწილეებს, ნაბიჯები გადადგან კონსესუსისკენ. ასევე, იმედი გვაქვს, რომ რეკომენდაციები დაეხმარება პარლამენტს საკანონდებლო ცვლილებების შემუშავების პროცესში, რომელთა მეშვეობითაც გაუმჯობესდება სასამართლო სისტემის გამჭვირვალობა, ეფექტიანობა და ანგარიშვალდებულება, ასევე, გაიზრდება საზოგადოების ნდობა ამ ინსტიტუტის მიმართ. ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის, მხარი დაუჭიროს პარლამენტისა და ქართველი ხალხის ძალისხმევას, შექმნას ძლიერი, უფრო დამოუკიდებელი სასამართლო. ზოგადი რეკომენდაციებისასამართლო რეფორმის საერთაშორისო შეფასება: შეფასება უნდა განხორციელდეს საერთაშორისო ექსპერტების დახმარებით, ინკლუზიური და წარმომადგენლობითი პროცესისშედეგად და დემოკრატიის სამიტზე საქართველოს მიერ გაცხადებული ვალდებულებების შესაბამისად. მომავალში განსახორციელებელ რეფორმებზე რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, შეფასებამ უნდა მოიცვას არა მხოლოდ საკანონმდებლო ხარვეზები, არამედ, ასევე, უნდა შეისწავლოს სასამართლო რეფორმის წინა ტალღების განხორციელების ხარისხი და მისი გავლენა მართლმსაჯულების სისტემაზე. პარლამენტმა უნდა განიხილოს შეფასების პროცესში ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის(ODIHR), ან ვენეციის კომისიის ჩართვის შესაძლებლობა. პარლამენტმა უნდა განიხილოს სამუშაო ჯგუფის გაფართოების შესაძლებლობა და ჯგუფის მუშაობაში უნდა ჩართოს სასამართლო ხელისუფლება, სამოქალაქო საზოგადოება, საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, მართლმსაჯულების საკითხებზე მომუშავე სხვა სუბიექტები, სამართლის ექსპერტები და საერთაშორისო საზოგადოება. ყველა დაინტერესებულ პირს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ჯგუფის წევრებს გაუზიაროს საკუთარი ხედვა, მონაწილეობა მიიღოს დისკუსიაში და წარმოადგინოს რეფორმასთან დაკავშირებული წინადადებები. დემოკრატიის სამიტზე საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების სრულად შესრულება: უნდა გაუმჯობესდეს პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეთა დამსახურების მიხედვით შერჩევისა და დანიშვნის წესები და ამ პროცესის გამჭვირვალობა. მიღებულ უნდა იქნას საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის ივნისის გადაწყვეტილების შესრულებას და დაადგენს სასამართლოს გადაწყვეტილებათა გამოქვეყნების წესს. სასამართლოს გადაწყვეტილებათა გამოქვეყნება: სასამართლოს ყველა გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს და ხელმისაწვდომი იყოს საზოგადოებისთვის განსახილველად, გარდა ისეთიგამონაკლისი შემთხვევებისა, როცა გადაწყვეტილების გამოუქვეყნებლობა გამართლებულია მსხვერპლის დაცვის, ან მიმდინარე გამოძიების ინტერესით. რამდენადაც შესაძლებელია,გადაწყვეტილებები სენსიტიური საქმეების შემთხვევაშიც უნდა გამოქვეყნდეს დაშტრიხული სახით, ან გამოძიების ეტაპის დასრულების შემდგომ. გენდერული თანასწორობა: საქართველოში მოსამართლეთა 50%-ზე მეტს ქალები წარმოადგენენ. შესაბამისად, სასამართლო სისტემაში გენდერული ბალანსი დაცულია. თუმცა, ქალ მოსამართლეთა მიერ დაკავებული ადმინისტრაციული/საკვანძო თანამდებობების რაოდენობა არ ასახავს არსებულ გენდერულ ბალანსს. რეკომენდაციას ვუწევთ გარკვეული გარანტიების შემოღებას, რათა სასამართლო სისტემის საკვანძო პოზიციებზე და მოსამართლეთა დანიშვნებისას „ორივე სქესის დაბალანსებული წარმომადგენლობის“ უზრუნველყოფა მოხდეს. პარლამენტმა და იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა უზრუნველყონ გენდერული ბალანსი სასამართლო სისტემაში და, განსაკუთრებით, ხელმძღვანელ პოზიციებზე მოსამართლეთა დანიშვნისას, თუმცა, იმავდროულად, არ უნდა მოხდეს ძირითადი შერჩევის კრიტერიუმების იგნორირება.ნაფიც მსაჯულთა გამოყენების საფუძვლების გაფართოება: რეკომენდაციას ვუწევთ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაფართოებას, რათა შესაძლებელი გახდეს მსაჯულთა გამოყენებამაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სისხლისა და სამოქალაქო სამართლის საქმეებზე, როგორიცაა, მაგალითად, კორუფციული დანაშაული, თანამდებობის ბოროტად გამოყენება,ასევე მაღალი სარჩელის ფასის მქონე სამოქალაქო/ქონებრივი დავები. ამგვარი ცვლილება მხარეს მისცემს შესაძლებლობას, აირჩიოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო თავისი სამართლებრივი პრობლემის გადაჭრის გზად და, ასევე, გაზრდის საზოგადოების ნდობასმნიშვნელოვან საქმეებზე შედეგების მიმართ. მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობის გაზრდა. მკაცრად უნდა შეფასდეს, თუ რამდენად აკმაყოფილებს თითოეული კანდიდატი დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, როგორიცაა, მაგალითად, იურიდიული განათლება. რეკომენდაციას ვუწევთ წარსული საქმიანობისა და კეთილსინდისიერების შემოწმების პროცედურის შემუშავებას/დახვეწას, რომლის დროსაც მოხდება ინფორმაციის ყველა შესაძლო წყაროს გათვალისწინება და შეფასების შედეგის გამოქვეყნება. გამჭვირვალობის ბუზრუნველსაყოფად აუცილებელია, შეფასების შედეგები გამოქვეყნდეს დროულად, რათა საზოგადოებას მიეცეს შესაძლებლობა, იმსჯელოს კანდიდატის შესახებ. იუსტიციის უმაღლესი საბჭო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის დანიშვნა - პარლამენტი/პრეზიდენტი: პარლამენტმა უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულება და დანიშნოს იუსტიციის უმაღლესისაბჭოს არამოსამართლე წევრები საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა გამჭვირვალე შერჩევა, სადაც ოპოზიციური პარტიების, იურიდიული პროფესიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ექნებათ კანდიდატთან გასაუბრების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა. პარლამენტმა, ამ მნიშვნელოვანი ვაკანსიის შევსებისას, უნდა მოიაზროს მხოლოდ უმაღლესი კვალიფიკაციის, აპოლიტიკური კანდიდატები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ფართო პარტიათაშორისი მხარდაჭერით დანიშნოს. კანონმა, ასევე, უნდა გაითვალისწინოს პრეზიდენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დანიშვნის პროცესი და შესაბამისობაში მოიყვანოს იგი წევრთა დანიშვნების რეკომენდებულ საპარლამენტო პროცესთან. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა: კენჭისყრის და საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე მოსამართლე წევრთა სრული კონტროლის გათვალისწინებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტება მწვავე დისკუსიის საგანია. საკითხს ამწვავებს ისიც, რომ პარლამენტმა ამ დრომდე ვერ შეძლო არამოსამართლე წევრთა ვაკანტური პოზიციების შევსება. იმისათვის, რომ გაძლიერდეს საბჭოში არამოსამართლე წევრთა ხმა და შეიქმნას გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი რეალური მონაწილეობის შესაძლებლობა, რეკომენდაციას ვუწევთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე და არამოსამართლე წევრებს შორის თანაფარდობის გადასინჯვას. ასევე, რეკომენდაციას ვუწევთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ეტაპობრივ დანიშვნას, რათა არ მოხდეს საბჭოს სრული შემადგენლობის ერთდროული განახლება. ასევე, საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა უნდა შეწყდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც კანონით დადგენილი წესით აირჩევა/დაინიშნება მისი შემცვლელი. საუკეთესო გადაწყვეტა იქნებოდა ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, სადაც, ყოველ ჯერზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭო წევრთა მხოლოდ ერთი მესამედით განახლდება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ვადა: საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონით გათვალისწინებული დანაწესი 2021 წლის დეკემბრამდე არსებულ რედაქციას უნდა დაუბრუნდეს და გაითვალისწინოს საბჭოს წევრთა ზედიზედ ორჯერ არჩევის შესაძლებლობის აკრძალვა. აღნიშნული ცვლილება გაზრდის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებლობას. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა არჩევა - მოსამართლეთა კონფერენცია: კანონმდებლობით უნდა შეიცვალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრთა არჩევის არსებული პროცედურა. ყველა კანდიდატი ვალდებული უნდა იყოს, წინასწარ დარეგისტრირდეს და წარადგინოს თავისი ხედვა, რათა მოსამართლეთა კონფერენციის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდეთ კენჭისყრამდე შეაფასონ კანდიდატის თანამდებობასთან შესაბამისობა. თითოეულ კანდიდატს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მიმართოს მოსამართლეთა კონფერენციას. ასევე, კონფერენციის მონაწილე თითოეულმა მოსამართლემ ხმა უნდა მისცეს მხოლოდ ერთ კანდიდატს, შესავსები ვაკანსიების რაოდენობის მიუხედავად. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვაკანსია უნდა შეივსოს იმ კანდიდატებით, რომლებიც დააგროვებენ ხმათა მეტ რაოდენობას. კანონის არსებული მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც მოსამართლეთა კონფერენციის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის არჩევისათვის აუცილებელია კონფერენციაზე დამსწრე წევრთა მინიმუმ 2/3-ის მხარდაჭერა, უნდა გაუქმდეს. მას შემდეგ, რაც ყველა ვაკანტური ადგილი შეივსება, დარჩენილი კანდიდატებისგან, მათ მიერ დაგროვილი ხმების კლებადობის მიხედვით, უნდა შედგეს სარეზერვო სია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის ვაკანსიის გაჩენის შემთხვევაში, ვაკანსია უნდა შეივსოს ამ სარეზერვო სიაში მყოფი შემდგომი კანდიდატით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრის ოთხწლიანი უფლებამოსილების დარჩენილი ვადით. სასამართლოს ხელმძღვანელ პირთა წევრობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში:იმისათვის, რათა თავიდან იყოს აცილებული ძალაუფლების კონცენტრაცია მოსამართლეთა მცირე ჯგუფის ხელში და შემცირდეს რამდენიმე ადმინისტრაციულ და ხელმძღვანელ პოზიციაზემყოფ მოსამართლეთა ზეგავლენა სასამართლო სისტემაზე, კანონში უნდა შევიდეს ცვლილება და სასამრთლოს თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეს, კოლეგიისა და პალატის თავმჯდომარეს შეეზღუდოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არჩევის შესაძლებლობა. მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობა:მოსამართლეთა დანიშვნის პროცესისთვის რეკომენდებული ორმაგი 2/3-ის მხარდაჭერის მოდელის მსგავსად, მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისათვის, ასევე, სავალდებულო უნდა იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრთა 2/3-ისა და არამოსამართლე წევრთა 2/3-ის მხარდაჭერა. ეს მოდელი შეამცირებს სისტემის ბოროტად გამოყენების რისკებს და ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობა, შესაძლოა, გამოყენებულ იქნას მოსამართლეთა მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ზეგავლენის მოხდენის საშუალებად. უნდა მოხდეს საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში მოსამართლეთა დისციპლუნური პასუხისმგებლობის შესახებ 2021 წლის დეკემბერში მიღებული ცვლილებების გადახედვა იმ რისკების გამო, რომელსაც აღნიშნული ცვლილებები ქმნის, კერძოდ: (1) მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესაძლებლობა “პოლიტიკური ნეიტრალიტეტის” პრინციპის საფუძველზე, ვინაიდან აღნიშნული სტანდარტის ბუნდოვანმა განმარტებამ შესაძლოა, გამოიწვიოს მისი არაკეთილსინდისიერი და ბოროტად გამოყენება; და (2) დისციპლინური საქმის წარმოების დასრულებამდე მოსამართლისთვის უფლებამოსილების შეჩერების შესაძლებლობა, რადგან ამ ღონისძიებას არ აქვს საკმარისი გარანტიები. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების გამჭვირვალობა: გამჭვირვალობის ზრდა გაზრდის საზოგადოების ნდობას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ კანონში უნდა შევიდესცვლილებები, რათა განისაზღვროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების „ღიაობა“ და „საჯაროობა“. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ საბჭოს ყველა სხდომა გახდეს ღია საზოგადოებისათვის სხდომის პირდაპირი ტრანსლაციისა და, ასევე, სხდომების აუდიო/ვიდეო ჩანაწერების საბჭოს ვებგვერდზე განთავსების გზით. გარდა ამისა, ჩვენ მოვუწოდებთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოქმედი წესების აღსრულებისკენ, რაც გულისხმობს, მათ შორის, საბჭოს ვებგვერდზე საბჭოს შეხვედრების დღის წესრიგის გამოქვეყნებას შეხვედრების ჩატარებამდე სულ მცირე სამი დღით ადრე, რომლის დაცვაც ამჟამად არ ხდება. მოსამართლეთა სპეციალიზაცია: სპეციალიზაცია და ვიწრო სპეციალიზაცია ყველა სასამართლოსთვის უნდა განისაზღვროს საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში. მოსამართლისათვის (გარდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა) კონკრეტული სპეციალიზაციის, ან ვიწრო სპეციალიზაციის განსაზღვრის უფლებამოსილება უნდა ჰქონდეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. ასეთი გადაწყვეტილებები უნდა ეფუძნებოდეს მოსამართლის კვალიფიკაციის ობიექტურ შეფასებას და გადაწყდეს მოსამართლის თანხმობის საფუძველზე. უზენაესი სასამართლოკონკრეტული ვადით დანიშნული მოქმედი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ არჩევა: უზენაეს სასამართლოში კვალიფიციური და გამოცდილი მოსამართლეებისშენარჩუნების მიზნით, რეკომენდებულია კონკრეტული ვადით დანიშნული მოქმედი მოსამართლეების უვადოდ არჩევა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე კანდიდატთა წარდგენა და არჩევა მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა უახლოეს წარსულში მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს ღია კენჭისყრას საბჭოში, გადაწყვეტილებების დასაბუთებასა და ქულებით საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატების გამოვლენას, ჯერ კიდევ არსებობს საკითხები, რომლებიც საჭიროებს რეფორმირებას. პარლამენტმა უნდა იმუშაოს პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, მოსამართლეებთან, ექსპერტებთან და, ინკლუზიური პროცესის მეშვეობით, შეიმუშაოს სრულყოფილი სასამართლო რეფორმა, რომელიც მოიცავს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენასა და პარლამენტის მიერარჩევასთან დაკავშირებით. კანონმდებლობამ უნდა გაითვალისწინოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატის წარდგენა საბჭოს მოსამართლე წევრების 2/3-ის და არამოსამართლე წევრების 2/3-ის თანხმობით. გარდა ამისა, კანონმდებლობამ უნდა გაზარდოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის არჩევისთვის საჭირო ხმების მინიმალური რაოდენობა, ამჟამინდელი უბრალო უმრავლესობიდან (76 ხმა) 90 ხმამდე, იგივე, რაც საჭიროა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრის დანიშვნისთვის.

ამერიკის საელჩო: წლებია, ვზრუნავთ საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური და კულტურული ძეგლების შენარჩუნებაზე

ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა მცხეთა-მთიანეთში ოფიციალური ვიზიტისას ადრეული შუა საუკუნეების შედევრი - სვეტიცხოველი დაათვალიერა. შესაბამის ინფორმაციას საელჩო ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ეს ძეგლები არამხოლოდ საქართველოს, არამედ კაცობრიობის მემკვიდრეობის ნაწილია. „ოფიციალური თუ პირადი ვიზიტებისას ყოველთვის ვნახულობთ დროს საქართველოს საგანძურების მოსანახულებლად. კულტურული ძეგლებით მდიდარ საქართველოში ელჩის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების ფონდის მეშვეობით, აშშ-ის საელჩო წლებია ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად ზრუნავს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური და კულტურული ძეგლების შენარჩუნებაზე“, - აღნიშნავს ამერიკის საელჩო.

ამერიკის საელჩო და საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურები საელჩოს ტერიტორიაზე სასწავლო წვრთნას ჩაატარებენ

18 აგვისტოს საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურები და ამერიკის საელჩო ჩაატარებენ სასწავლო წვრთნას საელჩოს ტერიტორიაზე და მის გარშემო. ამერიკის საელჩოს განცხადებით, აღნიშნული წვრთნების ჩატარების მიზანია საქართველოს უსაფრთხოების ძალებსა და ამერიკის საელჩოს უსაფრთხოების პერსონალს შორის კომუნიკაციისა და თანამშრომლობის განმტკიცება. „ეს წვრთნები არის ადგილობრივ სამართალდამცავებსა და ამერიკის საელჩოს შორის თვეების განმავლობაში დაგეგმილი პროგრამის კულმინაცია. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შესანიშნავი თანამშრომლობა აქვთ მრავალი მიმართულებით, მათ შორის უსაფრთხოებისა და სამართალდამცავ სტრუქტურებთან დაკავშირებულ საკითხებში. დღევანდელი წვრთნის მსგავსი პროგრამა უზრუნველყოფს აღნიშნული პარტნიორობის წარმატებულ გაგრძელებას“, - აცხადებს ამერიკის საელჩო.  

ამერიკის საელჩო: ISFED-ის არდაშვება საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში, პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას

ევროკავშირის წარმომადგენლობის შემდეგ, ამერიკის საელჩოც ეხმაურება ISFED-ის არდაშვებას საარჩევნო რეფორმის საკითხზე მომუშავე ჯგუფის საქმიანობაში. ამერიკის საელჩოს შეფასებით, ISFED-ის არდაშვება საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას. ევროკავშირი: ყველა შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ჩაერთოს საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის საქმიანობაში „სამართლიანი არჩევნების" (ISFED), საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო და გამოცდილი საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციის არდაშვება საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში, პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმად, საქართველომ უნდა „უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესის ყველა დონეზე“. სამუშაო ჯგუფში სამოქალაქო საზოგადოების წარსადგენად პარტნიორმა ორგანიზაციებმა ISFED-ი შეარჩიეს მისი კომპეტენციის, პროფესიონალიზმისა და საარჩევნო რეფორმებში ხანგრძლივი გამოცდილების გამო. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები რიგ საკითხებზე ხალხის ხმას წარმოადგენს და სასიცოცხლო როლს თამაშობს მოქალაქეთა საჭიროებების, პრიორიტეტებისა და არჩევანის უზრუნველსაყოფად. ISFED-ის არდაშვება პარლამენტის საარჩევნო რეფორმის პროცესის გულწრფელობასთან დაკავშირებით კითხვებს ბადებს“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში, რომლის პირველი შეხვედრაც პარლამენტში გაიმართა, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნებს” მონაწილეობის უფლება არ მისცეს. „არასამთავრობო ორგანიზაციების პლატფორმას ჩვენგან წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია, რომ „სამართლიანი არჩევნების“ ამ პროცესში ჩართვა არის ჩვენთვის სრულად მიუღებელი. ის ორგანიზაციები, რომლებიც არიან პოლიტიკურად ანგაჟირებული და თავისი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირეს, ვერანაირად იქნება დაშვებული ამ ფორმატში - არ შეიძლება, მონაწილეობდეს მხარე. ამ ორგანიზაციამ ნეიტრალიტეტი დაკარგა", - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ. ხსენებული გადაწყვეტილების გამო სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობაზე პროტესტის ნიშნად უარი განაცხადა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმაც, რომელიც სამუშაო ჯგუფში სამოქალაქო საზოგადოებას წარმოადგენდა. 18 აგვისტოს სიმონიშვილმა შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიუღებელია, გააგრძელოს იმ შეხვედრებში მონაწილეობა, სადაც ხელისუფლება ვინმეს არ უშვებს. „სამართლიანი არჩევნების" დირექტორი ნინო დოლიძე ამბობს, რომ„"ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით სამოქალაქო საზოგადოების აზრი იზღუდება. „ჩვენთვის ერთადერთი ამოსავალი წერტილია, საქართველო იყოს დემოკრატიული სახელმწიფო, გადადგას ნაბიჯები ევროინტეგრაციის მიმართულებით. გავაგრძელებთ ამ მიმართულებით ბრძოლას. პროცესს აზიანებს ის, რომ არჩევნების საკითხებზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში პროფესიული ორგანიზაცია იბლოკება იმის გამო, რომ აქვს განსხვავებული მოსაზრება. ეს აზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციის გზას. მიუხედავად აზრთა განსხვავებულობისა, მნიშვნელოვანია ერთად დასხდომა და ქვეყნისთვის გასაკეთებელ საქმეებზე საუბარი. „სამართლიანი არჩევნები" ამისთვის მზად იყო", - განუცხადა ნინო დოლიძემ ჟურნალისტებს. სამუშაო ჯგუფი მმართველმა პარტიამ შექმნა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ორი კვოტა დაუშვა. ჯგუფში შედიან საპარლამენტო უმრავლესობის 4 წევრი, თითო წევრი პოლიტიკური ჯგუფებიდან „გირჩი“, მოქალაქეები“ და „ევროპელი სოციალისტები", ერთი უფრაქციო პარლამენტის წევრი პარტიიდან - „საქართველოსთვის“. ჯგუფის საქმიანობაში ასევე ჩართულები არიან ცესკოს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლები. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად ცნობისთვის, ევროკომისიის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებში, რომლის შესრულება საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ერთ-ერთი პირობაა, მეათე პუნქტში წერია: ჩაერთოს სამოქალაქო საზოგადოება გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დონეზე. მიიღეთ კანონი, რათა ქართველმა მოსამართლეებმა პროაქტიულად გაითვალისწინონ საკუთარ მსჯელობებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებები.

ამერიკის საელჩო: მოსმენების შესახებ კანონი საქართველოს აშორებს ევროპულ ინტეგრაციას

აშშ-ის საელჩოს შეფასებით, მოსმენების შესახებ კანონი საქართველოს აშორებს ევროპულ ინტეგრაციას, ნაცვლად მასთან დაახლოებისა. მისივე განცხადებით, პარლამენტის გადაწყვეტილება, გამიზნულად მიეღო მოსმენების შესახებ კანონი, არ არის თანხვედრაში ევროპულ სტანდარტებთან. „პარლამენტის გადაწყვეტილება, გამიზნულად მიეღო მოსმენების შესახებ კანონი, რომელიც უზრდის მთავრობას შესაძლებლობას, გააკონტროლოს თავისი მოქალაქეები, არ არის თანხვედრაში ევროპულ სტანდარტებთან და ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიისა და დასავლელი პარტნიორების მკაფიო რეკომენდაციებს. ეს კანონი საქართველოს აშორებს ევროპულ ინტეგრაციას, ნაცვლად მასთან დაახლოებისა“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.  პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებით კანონი საბოლოოდ დაამტკიცა  

ამერიკის საელჩო: ვმუშაობთ თავისუფლების მხარდასაჭერად და დემოკრატიის გასამტკიცებლად ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან, მთელ მსოფლიოში

ამერიკის საელჩო მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით წერს, რომ თავისუფლება და დემოკრატია ყველაზე საიმედო გზაა მშვიდობისკენ. „ჩვენ ღრმად გვწამს, რომ თავისუფლება და დემოკრატია ყველაზე საიმედო გზაა მშვიდობისკენ. ამიტომ ვმუშაობთ თავისუფლების მხარდასაჭერად და დემოკრატიის გასამტკიცებლად ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან, მთელ მსოფლიოში. ახლა, როდესაც უკრაინა იბრძვის თავისუფლებისთვის, მშვიდობის დამყარებაში ჩვენი მხარდაჭერა არ შემოიფარგლება სამხედრო დახმარებით. ჩვენ არ ვაჩერებთ ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვან პროექტებს, პირიქით, გაორმაგებული ძალისხმევით ვმუშაობთ ერთად მშვიდობისთვის. გილოცავთ მშვიდობის საერთაშორისო დღეს“, - წერს საელჩო Facebook-ზე.   

ამერიკის საელჩო: შეერთებული შტატები გააგრძელებს მედიის თავისუფლებისა და სასამართლო რეფორმის მხარდაჭერას

შეერთებული შტატები გააგრძელებს მედიის თავისუფლებისა და სასამართლო რეფორმის მხარდაჭერას, რაც აუცილებელია სტაბილური და წარმატებული დემოკრატიის ასაშენებლად და რაც ქართველი ხალხის მკაფიო სურვილია. ამის შესახებ ამერიკის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც მთავარი არხის დამფუძნებლისთვის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს ეძღვნება. „იმ დროს, როდესაც საქართველოს ერთგულება მიუკერძოებელი სასამართლოსა და მედია პლურალიზმის მიმართ განსაკუთრებული დაკვირვების საგანია, მთავარი ოპოზიციური ტელეარხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმდინარე პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს - უფრო უსაფრთხო, დემოკრატიული, ევროპული მომავლისა. შეერთებული შტატების საელჩო კიდევ ერთხელ გამოხატავს ღრმა შეშფოთებას დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გვარამიას, იაშვილისა და დამენიას საქმეზე. ნიკა გვარამიას პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს - ამერიკის საელჩო არაერთმა საერთაშორისო და ქართველმა უფლებადამცველმა თავიდანვე წამოჭრა სერიოზული კითხვები ამ საქმის შესახებ, მათ შორის დროსა და ბრალდებებთან დაკავშირებით, აგრეთვე, მსჯავრდებისა და სასჯელის შესახებ. შერჩევითი გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსჯავრდების აღქმაც კი ასუსტებს საზოგადოების ნდობას სამართალდამცავების, პროკურატურის, სასამართლოებისა და თავად ხელისუფლების მიმართ“, - აღნიშნავს ამერიკის საელჩო.

ამერიკის საელჩო: 30 წლის განმავლობაში აშშ მხარს უჭერდა საქართველოს და კვლავაც განაგრძობს ამ მხარდაჭერას

USAID-ის ახალი პროგრამის - ერთიანობა მრავალფეროვნებაში ოფიციალურად გაიხსნა. ამასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო იუწყება. საელჩოს ინფორმაცით, პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოებას და კერძო სექტორს, გააძლიეროს მოსახლეობის უმცირესობასა და უმრავლესობს შორის არსებული სოციალური და ეკონომიკური კავშირები. „პროგრამა მხარს დაუჭერს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ინკლუზიას ქართულ საზოგადოებაში. ამერიკაში ემიგრირებულმა ქართველებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს მეორე მსოფლიო ომში. თბილისში დაბადებულმა ალექსანდრე ქართველიშვილმა, რომელიც ცნობილია როგორც ალექსანდრე ქართველი, დააპროექტა ინოვაციური მოერიშე თვითმფრინავი, რომელიც გერმანიასთან ბრძოლაში იმდენად წარმატებული იყო რომ მოხდა მისი სერიული ( 15 000 ერთეული) წარმოება. ალექსანდრე ქართველის ღვაწლმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამერიკის კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაში. საქართველოში ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება ხელს შეუწყობს ქვეყნის კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას. აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა მონაწილეობა მიიღო USAID-ის ახალი პროგრამის - ერთიანობა მრავალფეროვნებაში ოფიციალურ გახსნაში. პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოებას და კერძო სექტორს, გააძლიეროს მოსახლეობის უმცირესობასა და უმრავლესობს შორის არსებული სოციალური და ეკონომიკური კავშირები. პროგრამა მხარს დაუჭერს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ინკლუზიას ქართულ საზოგადოებაში. ძლიერი და უსაფრთხო საზოგადოების ჩამოყალიბებაში, დემოკრატიასა და ეკონომიკის გაძლიერებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ყველა ეთნიკური კულტურის წარმომადგენელს. სწორედ ამიტომ, 30 წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერდა და კვლავაც დაუჭერს საქართველოს, მათ შორის უმცირესობების გაძლიერებას“.

აშშ გააგრძელებს საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერებას შავი ზღვის რეგიონში - ამერიკის საელჩო

შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერებას შავი ზღვის რეგიონში, შესაბამის ტექსტს ურთავს ამერიკის საელჩო სენატორებისა და ექსპერტების შეხვედრას, რომელიც ჯინ შაჰინისა და დიკ დურბინის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. „სენატორი შაჰინი შავი ზღვის რეგიონში შეერთებული შტატების პოლიტიკის განსაზღვრას ხელმძღვანელობს. აქ ევროპული უსაფრთხოებისთვის საქართველოს წამყვანი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. ათწლეულებია პუტინი ძალისხმევას არ იშურებს, რომ თავისი დამღუპველი გავლენა გაავრცელოს, გაანადგუროს სიცოცხლე და კერძო საკუთრება, მათ შორის აქაც, შავი ზღვის რეგიონში. დღეს ეს საკითხები სენატორმა შაჰინმა და დურბინმა ქართველ პარტნიორებთან ერთად განიხილეს და ხაზგასმით აღვნიშნეს, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერებას შავი ზღვის რეგიონში. შემთხვევითი არ არის, რომ კრემლის ერთ-ერთი სამიზნე საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებაა - ამერიკის საელჩო სენატორი შაჰინი აშშ-ის სენატში ხელმძღვანელობს ორპარტიულ საკანონმდებლო პროცესს, რომელმაც შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის პოლიტიკა უნდა ჩამოაყალიბის. შაჰინი წლების განმავლობაში აქტიურად არის ჩართული შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის პოლიტიკის საკითხებში, ჯერ კიდევ 2012 წლიდან როდესაც სენატორ ჯიმ რიშთან საქართველოში იმყოფებოდა საარჩევნო დამკვირვებლად. იგი ღიად და მკაფიოდ საუბრობდა სენატში ამ რეგიონის პრიორიტეტულად გამოცხადების გადაუდებლობაზე, რაც გარდამტეხი წერტილია ვლადიმერ პუტინის უკრაინაში არაპროვოცირებული შეჭრის პირობებში. ჯინ შაჰინი: მნიშვნელოვანია, რომ აშშ აქტიურად თანამშრომლობდეს შავი ზღვის პარტნიორებთან და ჩამოაყალიბოს უფრო მტკიცე პოლიტიკა რეგიონის მიმართ  

მშვიდობიანი შეკრებისა და პროტესტის უფლებას ნებისმიერი დემოკრატიისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს - ამერიკის საელჩო

ამერიკის საელჩო მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. მისი განცხადების თანახმად, მშვიდობიანი შეკრებისა და პროტესტის უფლებას ნებისმიერი დემოკრატიისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და საქართველოს ისტორიის განმავლობაში უმთავრესი როლი უთამაშია ქართველების იდენტობისა და თავისუფლების დაცვაში. „ხელისუფლებას ამ უფლებების დაცვის შეუცვლელი ფუნქცია აკისრია. სტაბილურობა და კეთილდღეობა, რომელიც ევროპაში ინტეგრაციას მოსდევს, დამოკიდებულია ყველა მოქალაქის ერთობლივ მუშაობაზე ამ საერთო მიზნის მისაღწევად“, - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. კენჭისყრას წინ უძღოდა ამერიკის საელჩოს განცხადება, რომ „დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა“.  კობახიძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: შავი დღე არის რადიკალური ოპოზიციისთვის უფრო ადრე, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის თანაშემწემ განაცხადა, რომ ეს არის კანონი, რომელიც ეფუძნება რუსეთის და არა საქართველოს ინტერესებს. პარალელურად, საპროტესტო აქცია დილიდან მიმდინარეობდა პარლამენტთან. გვიან საღამოს, პოლიციამ პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან 66 პირი დააკავეს. 8 მარტს უწყებამ განაცხადა, რომ კიდევ 10 პირი დააკავა. შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისმა ანალოგიური განცხადება გააკეთა 28 თებერვალსაც. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთი განცხადება „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით 2 მარტს გაკეთდა.  პრესსპიკერ ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ბევრი პროპაგანდა იყო, მათ შორის ის რომ, შემოთავაზებული წინადადება თითქოს ეფუძნება ამერიკულ კანონმდებლობას, რაც ნედ პრაისის განმარტებით, სიმართლეს არ შეესაბამება. ეს პირველი კომენტარი იყო მას შემდეგ, რაც პარლამენტის ორმა კომიტეტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა. ნედ პრაისის განცხადებითვე, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან.  ეს კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. 28 თებერვალს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატივიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა. შალვა პაპუაშვილი დუნია მიატოვიჩს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებზე: მინდა დაგარწმუნოთ, დისკუსიები იქნება ინკლუზიური რას გულისხმობს კანონპროექტი პროექტები სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“, „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ არის წარდგენილი. მისი მიხედვით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ და ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 000 ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი. „ხალხის ძალის“ მეორე კანონპროექტით, რომელსაც თავად ამერიკულიდან გადმოთარგმნილს უწოდებენ, („უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის პროექტი) უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით. ამასთან, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ. ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებსა და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, ასევე პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, „რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა“. ინფორმაციისთვის, აშშ-ში ამ ტიპის კანონი (FARA) პირველად 1938 წელს მიიღეს, მოგვიანებით კი, მასში ცვლილებები შევიდა. თავდაპირველად, კანონი მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში ნაცისტური პროპაგანდისთვის ხელის შესაშლელად შემოიღეს. მოგვიანებით, კანონში ცვლილება შევიდა და ახლა ის ძირითადად, უცხოურ ლობისტურ ორგანიზაციებსა და ლობისტებზე ვრცელდება. შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ განმარტა, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტი რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას ეფუძნება. აშშ-ის განმარტებით, ამერიკული კანონი არ ახდენს გავლენას არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე ან დაფინანსების წყაროებზე. „FARA ძალიან ვიწროა და შექმნილია, რომ მხოლოდ უცხოეთის მთავრობების აგენტებს მოერგოს, რაც ძალიან განსხვავებული რამ არის და ამიტომ ვართ ამის გამო ასე შეშფოთებულები”, - განმარტა ნედ პრაისმა.  

აშშ-ის საელჩო: სახალხო დამცველის ინსტიტუტის დამოუკიდებლობა არსებითად მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ზედამხედველობისთვის

ლევან იოსელიანი სახალხო დამცველის რანგში, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს დღეს პირველად შეხვდა. ამ შეხვედრისადმი მიძღვნილ ცნობებში, ამერიკის საელჩო აცხადებს, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტი საქართველოს დემოკრატიის მონაპოვარია. „მისი დამოუკიდებლობა არსებითად მნიშვნელოვანია საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ზედამხედველობისთვის. ჩვენ სიამაყით ვუჭერთ მხარს სახალხო დამცველის მთელ გუნდს, ისევე, როგორც თითოეულ ადამიანსა და ორგანიზაციას, რომელიც ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დასაცავად მუშაობს“, - აღნიშნავს ამერიკის საელჩო.   

ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი - ამერიკის საელჩო

ამერიკის საელჩო 9 აპრილს მერაბ კოსტავას სიტყვებით იხსენებს და წერს: „დღეს დიდი თუ პატარა, მოხუცი თუ ახალგაზრდა, ნებისმიერი თაობის ადამიანი, ნებისმიერი თანამდებობის, ნებისმიერი მიმართულების, ფიქრობს მხოლოდ ერთზე - საქართველომ უნდა მოიპოვოს დამოუკიდებლობა! საქართველო ღირსია სრული თავისუფლების! საქართველო ღირსია იმის, რასაც მიაღწიეს მსოფლიოში ყველაზე განვითარებულმა, ყველაზე დემოკრატიულმა და ჰუმანურმა ერებმა! მეგობრებო, ჩვენს ყველა მიტინგსა და დემონსტრაციაზე ამ დღის შემდეგ პირველ მოთხოვნად ვაქცევთ საქართველოს სრული დამოუკიდებლობის და საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოსვლის მოთხოვნას!” - მერაბ კოსტავა ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი. 34 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილის გამთენიას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანი ემსხვერპლა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.  

საქართველოს მომავალი დიდწილად მოსამართლეების ხელშია - ამერიკის საელჩო

ამერიკის საელჩოს შეფასებით, საქართველოს მომავალი დიდწილად მოსამართლეების ხელშია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ვიზიტისას ელჩმა განსაკუთრებით აღნიშნა სასამართლოს მნიშვნელობა საქართველოს დემოკრატიზაციის გზაზე და იმედი გამოთქვა, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ყოველთვის იქნება ნაკარნახევი საქართველოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე „საქართველოს მომავალი დიდწილად მოსამართლეების ხელშია. ეს ძალიან საპატიო და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა. საქართველოში ყოფნისას ელჩი დეგნანი ძალიან ბევრ სასამართლოს ესტუმრა, გაიცნო და ესაუბრა უამრავ მოსამართლეს მათი საქმიანობისა და გამოწვევების შესახებ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ვიზიტისას ელჩმა განსაკუთრებით აღნიშნა ამ სასამართლოს მნიშვნელობა საქართველოს დემოკრატიზაციის გზაზე და იმედი გამოთქვა, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ყოველთვის იქნება ნაკარნახევი საქართველოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. შეერთებული შტატები ამ მიზნისთვის საქართველოსთან თანამშრომლობის ერთგული რჩება“, - წერს ამერიკის საელჩო Facebook-ზე.   

აშშ აქტიურად აგრძელებს საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებელთა ხელშეწყობას - ამერიკის საელჩო

სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ინოვაციები, თანამედროვე მიგნებების გაცნობა და პრაქტიკაში დანერგვა. ამის შესახებ ამერიკის საელჩო ახალი პროგრამის ამოქმედებისადმი მიძღვნილ ინფორმაციაში წერს. „დღეს ოფიციალურად დაწყებული პროგრამა სწორედ ამ მიზნებს მოემსახურება. აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის დახმარებით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსტენციის ცენტრი ფერმერების პირდაპირ წვდომას უზრუნველყოფს საუკეთესო პრაქტიკებსა და ინოვაციებზე. შეერთებული შტატები აქტიურად აგრძელებს საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებელთა ხელშეწყობას“. - წერს საელჩო Facebook-ზე.   

ამერიკის საელჩო: მედიისთვის ზიანის მიყენების ან გაჩუმების ნებისმიერი მცდელობა არის თავდასხმა თავად დემოკრატიაზე

პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ამერიკის საელჩო აცხადებს, რომ ჟურნალისტები საზოგადოების ინფორმირების და ინსტიტუციებისა და ხელისუფლებაში მყოფი პირების ანგარიშვალდებულების სადარაჯოზე დგანან. „პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს აღვნიშნავთ ჟურნალისტების აუცილებელ როლს დემოკრატიაში. ჟურნალისტები საზოგადოების ინფორმირების და ინსტიტუციებისა და ხელისუფლებაში მყოფი პირების ანგარიშვალდებულების სადარაჯოზე დგანან. თავისუფალი და ძლიერი პრესა აუცილებელია „ხალხის მიერ ხალხისათვის მმართველობის“ უზრუნველსაყოფად. შეერთებული შტატების საელჩო პატივს სცემს საქართველოში პრესის წევრებს, რომლებიც მუშაობენ საზოგადოების ინფორმირებისა და ინსტიტუციების ანგარიშვალდებულებისთვის, მიუხედავად მათზე ძალადობის, ძალადობის მუქარის, პოლიტიკურად მოტივირებული დევნის, პატიმრობისა თუ სხვა ზეწოლისა. მედიისთვის ზიანის მიყენების ან გაჩუმების ნებისმიერი მცდელობა არის თავდასხმა თავად დემოკრატიაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.  

მხარს ვუჭერთ ჩვენს პარტნიორებს აუცილებელი აღჭურვილობითა და გამოცდილების გაზიარებით, ერთად უფრო ძლიერები ვართ - ამერიკის საელჩო

ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდია საქართველოს გამორჩეული მეგობარია. ყოველ წელს მათი ჩართულობით შეერთებული შტატები საქართველოსთვის არაერთ მხარდამჭერ პროგრამას ახორციელებს. ამის შესახებ ამერიკის საელჩო აცხადებს და Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ ამ კვირაში ჯორჯიის შტატის დედაქალაქ ატლანტაში საქართველოს წარმომადგენლებს უმასპინძლეს და განიხილეს კრიზისული სიტუაციების ეფექტიანი მართვა. „ამ მიმართულებით რამდენიმე წელია, მჭირდოდ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან, განსაკუთრებით კი, საქართველოს ეროვნულ გვარდიასა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან. მხარს ვუჭერთ ჩვენს პარტნიორებს აუცილებელი აღჭურვილობითა და გამოცდილების გაზიარებით. ერთად უფრო ძლიერები ვართ“, - წერს ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური წარმომადგენლობა.   

აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, ქართველი მოსამართლეები ქალ მოსამართლეთა საერთაშორისო კონფერენციას დაესწრნენ

11-15 მაისს მაროკოს ქალაქ მარაკეშში 1000-ზე მეტი ქალი მოსამართლე 72 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან, ქალ მოსამართლეთა საერთაშორისო ასოციაციის (IAWJ) 86-ე კონფერენციას დაესწრო. წლევანდელ კონფერენციას აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით, ოთხი ქართველი მოსამართლე ესწრებოდა. ამერიკის საელჩოს ცნობით, მომხსენებლებმა ყურადღება გაამახვილეს კონცეფციაზე, „მეტი ქალი მოსამართლე: მეტი სამართლიანობა“ და აღნიშნეს, რომ ლიდერ ქალ მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდა ყველა მოქალაქისთვის უფრო მეტ სამართლიანობას უზრუნველყოფს. „მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, გენდერულად დაბალანსებული სასამართლო სისტემა აქვს, კვლავაც პრობლემად რჩება ქალი მოსამართლეების მცირე რაოდენობა ხელმძღვანელ თანამდებობებზე. აშშ-ის მთავრობა აგრძელებს გენდერული თანასწორობისა და მრავალფეროვნების ზრდის მხარდაჭერას ყველა დონეზე და ხელისუფლების ყველა შტოს ქვეშ. სასამართლო სისტემის განვითარების ხელშეწყობა, რომელიც წაახალისებს ქალებს, მეტი როლი შეასრულონ სასამართლოს მართვასა და მართლმსაჯულების სისტემის განვითარებაში – ჩვენი პრიორიტეტია. ეს კონფერენცია იყო შესანიშნავი შესაძლებლობა ქართველი ქალი მოსამართლეებისთვის, ყოფილიყვნენ ქალ მოსამართლეთა მსოფლიო ქსელის ნაწილი და ემსჯელათ საერთო გამოწვევებზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სასამართლო სისტემას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს ევროპული მისწრაფებების რეალიზებაში“, - აცხადებენ საელჩოში.  

ამერიკის საელჩო 2 ივნისს დაკავებულებზე: განსხვავებული აზრის მიუღებლობა შეუსაბამოა ევროატლანტიკურ ღირებულებებთან

აშშ-ის საელჩო ყურადღებით აკვირდება იმ პირთა საქმეებს, რომლებიც 2 ივნისს, პარლამენტის წინ, მშვიდობიანი აქციის დროს დააკავეს. შესაბამის განცხადებას საელჩო Facebook-ზე ავრცელებს. "მშვიდობიანი შეკრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ძირითადი უფლებებია და დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს. განსხვავებული აზრის მიმართ ტოლერანტობის ნაკლებობა შეუსაბამოა ევროატლანტიკურ ერთა ოჯახის ღირებულებებთან, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს, რომ შეუერთდეს", - ნათქვამია ამერიკის საელჩოს განცხადებაში.   

აშშ-ის საელჩო კიდევ ერთხელ გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვების გამო - საელჩო

აშშ-ის საელჩო კიდევ ერთხელ გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვების გამო. ამასთან დაკავშირებით, საელჩო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ხაზგასმულია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავიდანვე წამოჭრა კითხვები და გამოხატა შეშფოთება ამ საქმეზე, მათ შორის დროსა და ბრალდების შინაარსთან დაკავშირებით, აგრეთვე სასჯელის შესახებ. „არაერთმა საერთაშორისო და ქართველმა უფლებადამცველმა გამოხატა ამგვარი შეშფოთება. ქმედითი დემოკრატია ეფუძნება მედიის თავისუფლების დაცვასა და პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნის აღკვეთას. მართლმსაჯულების შერჩევითად და პოლიტიზირებულად აღქმაც კი რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპულ მომავალს და ძირს უთხრის მართლმსაჯულების უზენაესობას, კონსტიტუციით დაცულ ადამიანის უფლებებსა და თავად დემოკრატიას“, - აღნიშნულია ამერიკის საელჩოს განცხადებაში. შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.  

კელი დეგნანი: იმედი გვქონდა, რომ უზენაესი სასამართლო დაინახავდა ნიკა გვარამიას „ქეისთან“ დაკავშირებულ პრობლემებს

„იმედი გვქონდა, რომ უზენაესი სასამართლო დაინახავდა ნიკა გვარამიას „ქეისთან" დაკავშირებულ პრობლემებს და არგუმენტირებულ, მოტივირებულ (reasoned) გადაწყვეტილებამდე მივიდოდა“, - აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებაში პოლიტიკური ჩარევის აღქმაც კი ძირს უთხრის საქართველოს სასამართლო სისტემას. „ძალიან იმედგაცრუებულები ვართ [ნია გვარამიას პატიმრობის გაგრძელების გადაწყვეტილებით]. თავიდანვე აშშ გამოხატავდა შეშფოთებას ამ საქმესთან დაკავშირებით, დაპატიმრების დროსთან დაკავშირებით, ბრალდებებთან დაკავშირებით და, რა თქმა უნდა, განაჩენთან დაკავშირებით. როგორც ბევრჯერ ვთქვით, ასეთ სასამართლო გადაწყვეტილებაში პოლიტიკური ჩარევის აღქმაც კი ძირს უთხრის საქართველოს სასამართლო სისტემას, ძირს უთხრის სასამართლოს მიუკერძოებლობისადმი საზოგადოების ნდობას, რაც ასე მნიშვნელოვანია ძლიერი და ჯანსაღი დემოკრატიისთვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, იმედი გვქონდა, რომ უზენაესი სასამართლო დაინახავდა ამ ქეისთან დაკავშირებულ პრობლემებს და დასაბუთებულ (reasoned) გადაწყვეტილებას გამოიტანდა“, - განაცხადა დეგნანმა. აშშ-ის საელჩო კიდევ ერთხელ გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვების გამო - საელჩო  

ირაკლი კობახიძე აშშ-ის საელჩოს ღონისძიებაზე: სოლიდარობა გამოვხატეთ სამი დეპუტატის მიმართ, რომლებსაც მოსაწვევი გამოუგზავნეს და შემდეგ უთხრეს, რომ სჯობდა, არ მისულიყვნენ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამერიკის საელჩოს ღონისძიებაზე არმისვლის მიზეზებზე საუბრობს. „სხვათა შორის, ერთი არ იყო, ასეთი იყო სამი, რომლებსაც, რა ინფორმაციაც ჩვენ გვაქვს, შეცდომით გამოუგზავნეს მოსაწვევები. სინამდვილეში არ უნდოდათ მიწვევა. შემდეგ უთხრეს, რომ სჯობდა, არ მისულიყვნენ, რბილად რომ ვთქვათ, ეს არასწორი დამოკიდებულებაა. ასეთ დროს, ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან იყო ვალდებულება, გამოგვეხატა სოლიდარობა, ეს არის და ეს. ჩვენ პატივს ვცემთ საელჩოს, მაგრამ როდესაც კონკრეტული ჩინოსნების გამო ხდება უხეში შეცდომების დაშვება, ამაზე გვჭირდება რეაგირება. მომავალ წელს, როდესაც გაიმართება ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, ყველა მიწვეული დეპუტატი აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ წელს იყო ასეთი უხეში შეცდომა კონკრეტული ჩინოსნის მხრიდან და ამაზე გვჭირდებოდა რეაგირება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. რა კომენტარს გააკეთებდა იმაზე, რომ ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იმყოფებოდა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე, კობახიძემ ამ შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა: „რამდენიმე ლიდერი პარლამენტიდან, საპარლამენტო უმრავლესობიდან არ იყო მისული სოლიდარობის ნიშნად, მაგრამ დეპუტატები, რა თქმა უნდა, იყვნენ. კონსულტაციები გვქონდა, დეპუტატები უნდა მისულიყვნენ. რეაგირება სჭირდება კონკრეტული ჩინოსნის არასწორ ქმედებას, მაგრამ, ბუნებრივია, ჩვენ გამოვხატავთ პატივისცემას ამერიკელი ხალხის მიმართ, ამერიკის დამოუკიდებლობის დღის, საელჩოს მიმართ. აქედან გამომდინარე, დეპუტატების საელჩოში მისვლა იყო პატივისცემის გამოხატულება“, – განაცხადა კობახიძემ. პოლარიზაციის საკითხზე საუბრისას კი, კობახიძემ აღნიშა, რომ ერთ-ერთი ქვეყნის ელჩის განცხადების სახით არსებობს იმის თვალსაჩინო მაგალითი, თუ ვინ ახალისებს რეალურად პოლარიზაციას. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ის არ აპირებს წამსვლელ ელჩთან ამ საკითხზე პოლემიკაში შესვლას. „თქვენ შეგიძლიათ ამოიღოთ კონკრეტული ადამიანების განცხადებები, სად ხდებოდა შეურაცხყოფის, ბილწსიტყვაობის, გინების წახალისება, ვინ აკეთებდა ასეთ განცხადებებს და საზოგადოება ამაზე დასკვნებს, ბუნებრივია, გამოიტანს. იყო კონკრეტული ერთი ყველაზე თვალსაჩინო განცხადება, რომელიც პირდაპირ გულისხმობდა ბილწსიტყვაობის ანუ პოლარიზაციის მხარდაჭერას - კონკრეტულმა ელჩმა გააკეთა ეს განცხადება, აღარ მინდა შევიდე დეტალებში, მით უმეტეს, არ მინდა შევიდე პოლემიკაში წამსვლელ ელჩთან“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. ელჩი დეგნანი კობახიძის განცხადებაზე: ვფიქრობ, როგორც მინიმუმ უნდა აღნიშნოს მაინც ვისზე საუბრობს, თუ არა, მაშინ ეს მხოლოდ ჭორები და მეტი შეთქმულების თეორიებია

ამერიკის საელჩომ რუხის საავადმყოფოს 100 000 დოლარის ღირებულების აღჭურვილობა გადასცა

გასულ კვირას რუხის საავადმყოფოს 100 000 დოლარის ღირებულების აღჭურვილობა გადავეცით. სამეგრელოში მდებარე ამ სამედიცინო დაწესებულებას შეუძლია ერთდროულად 140 პაციენტს მოემსახუროს, მათ შორის, ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებლებს. აღჭურვილობას შორის იყო ქირურგიული განათება, საოპერაციო მაგიდა, პაციენტის მონიტორი, ანესთეზიის დანადგარი და ვიდეო კოლპოსკოპი.  

აშშ-ის საელჩო: ჯორჯიის შტატის წამყვანი ადვოკატების დახმარებით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები მოვამზადეთ

აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, ადვოკატები ჯორჯიის შტატში იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის საელჩო Facebook-ზე ავრცელებს. „ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დამკვიდრებისა და განვითარებისთვის საქართველოსთან მრავალი წელია ვპარტნიორობთ, რადგან ეს სასამართლო სისტემასთან მოქალაქეების ფუნდამენტურ კავშირს აყალიბებს. ამ ინსტიტუტის გამართულად მუშაობას მრავალი კომპონენტი უწყობს ხელს, მათ შორის - ადვოკატები. გასულ კვირას ჯორჯიის შტატის წამყვანი ადვოკატების დახმარებით მოვამზადეთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები, რომლებიც მომავალში თავად შეძლებენ კოლეგების გადამზადებას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთვის საჭირო უნარ-ჩვევების გაძლიერებაში. აღნიშნული კურსი ნაწილია აშშ-ის ფართო მხარდაჭერისა, რომელიც მიმართულია საქართველოში კანონის უზენაესობის გამტკიცებაზე,“ წერს ამერიკის საელჩო. აშშ-ის საელჩო: ქართველმა მოსამართლეებმა ამერიკელი კოლეგებისგან საუკეთესო გამოცდილება გაიზიარეს  

საელჩოს მხარდაჭერით, ქართველი ადვოკატები აშშ-ში სასწავლო ტურში მონაწილეობდნენ

ამერიკის საელჩოს ინფორაციით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატების სასწავლო ტური უისკონსინის შტატში შედგა. „საქართველოში მართლმსაჯულებისა და დაცვის ხელმისაწვდომობის გაძლიერებისთვის აქტიურად ვთანამშრომლობთ ქართველ პარტნიორებთან. ჩვენი ძალისხმევის მნიშვნელოვანი ნაწილი პროფესიულ განვითარებასა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარებაზეა მიმართული. ახლახან დავასრულეთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატების სასწავლო ტური უისკონსინის შტატში, სადაც ქართველი ადვოკატები სემინარებსა და სასამართლო პროცესებს დაესწრნენ. აშშ-ის საელჩო: ქართველმა მოსამართლეებმა ამერიკელი კოლეგებისგან საუკეთესო გამოცდილება გაიზიარეს სასწავლო ტური აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს მხარდაჭერით განხორციელდა,“ - ნათქვამია ამერიკის საელჩოს ინფორმაციაში.  აშშ-ის საელჩო: ჯორჯიის შტატის წამყვანი ადვოკატების დახმარებით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები მოვამზადეთ  

აშშ-მ რაჭა-ლეჩხუმის მხარის სამედიცინო კლინიკებს $30 000-მდე ღირებულების კომპიუტერული ტექნიკა გადასცა

  ამერიკის საელჩო ავრცელებს ინფორმაციას, რომ შეერთებულმა შტატებმა რაჭა-ლეჩხუმის მხარის სამედიცინო კლინიკებს ცაგერში, ლენტეხში, ამბროლაურსა და ონში $30 000-მდე ღირებულების კომპიუტერული ტექნიკა გადასცა.   „ვაგრძელებთ საქართველოს დახმარებას საგანგებო სიტუაციებისას მზადყოფნისა და რეაგირების გაზრდისთვის. წლების განმავლობაში ეს დახმარება მოიცავდა, როგორც საჭირო აღჭურვილობის გადაცემას, ასევე, შესაბამის სწავლებასა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას.   ამ კვირაში რაჭა-ლეჩხუმის მხარის სამედიცინო კლინიკებს ცაგერში, ლენტეხში, ამბროლაურსა და ონში $30 000-მდე ღირებულების კომპიუტერული ტექნიკა გადავეცით. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული დახმარება ხელს შეუწყობს ჯანდაცვის რეგიონულ ცენტრს პაციენტთა მართვის პროცესში და გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის ჯანდაცვის სერვისებს,“ - წერის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ჩვენ გვახსოვს 1993 წლის 27 სექტემბერი, სოხუმის დაცემის დღე - ამერიკის საელჩო

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ალან პერსელი სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა და დაღუპულების ხსოვნას მიაგო პატივი: „რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალების წინააღმდეგ სოხუმის დაცემის 30 წლისთავზე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ალან პერსელმა და აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეებმა პატივი მიაგეს ათობით ათასი დაღუპული ადამიანის ხსოვნას. უამრავ დაკარგულ სიცოცხლესთან ერთად ამ ტრაგედიას ასობით ათასი ადამიანის მიერ სახლის დაკარგვა მოჰყვა. ჩვენ გვახსოვს 1993 წლის 27 სექტემბერი, სოხუმის დაცემის დღე," - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სოხუმის დაცემიდან 30 წელი შესრულდა.  

აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერით, 112-ის ოპერატორებს ტრენინგი ჩაუტარდათ

აშშ-ის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის ოპერატორების ტრენინგს. ამის შესახებ საელჩო აცხადებს და 112-ის ოპერატორებისთვის ტრენინგის ჩატარების შესახებ იუწყება. „გასულ კვირას, აშშ-ის საელჩოს ანტინარტკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიურომ (INL) ფსიქოლოგთან, ჩრდილოეთ ნიუ ჯერსის საკონსულტაციო და მაშველთა გაძლიერების ცენტრების მფლობელთან, პროფესორ ანასტასია პაიტალთან და ფედერალური სამართალდამცავების ასოციაციის მხარდაჭერის სერვისების ფსიქიკური ჯანმრთელობის დირექტორ, პროფესორ ჯინ კანოკოგისთან ერთად ჩაატარა ყოვლისმომცველი სასწავლო პროგრამა, რომელიც ორიენტირებული იყო სტრესის მართვასა და კომუნიკაციის ტექნიკაზე. ამ ტრენინგმა, რომელიც შედგენილი იყო საქართველოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის 112-ის ოპერატორებისთვის, მონაწილეებს შესძინა აუცილებელი უნარ-ჩვევები, რათა ეფექტიანად გაუმკლავდნენ სტრესულ და მგრძნობიარე ზარებს, მათ შორის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და სუიციდის შემთხვევებს. პროგრამა რამდენიმე დღე მიმდინარეობდა და მოიცავდა თემების ფართო სპექტრს, რომელიც აუცილებელია ოპერატორებისთვის, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ გასაჭირში მყოფი ადამიანების დახმარებისათვის,“ - წერია ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

აშშ-ის საელჩო: საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობების გასაცნობად, ამერიკული კომპანიების წარმომადგენლები იმყოფებიან

საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობების გასაცნობად, 9 ამერიკული კომპანიების წარმომადგენელი ჩამოვიდა. შესაბამის ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს. „მოხარული ვართ, რომ საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობების გასაცნობად, ცხრა ამერიკული კომპანიის წარმომადგენელი იმყოფება. ისინი მონაწილეობას მიიღებენ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში და განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ ინფრასტრუქტურის, ტექნოლოგიების, დიზაინის, მშენებლობისა და ენერგეტიკის სფეროებს,“ - აცხადებს ამერიკის საელჩო.  

აშშ საქართველოს მუზეუმების დიდი ხნის მხარდამჭერია - საელჩო

აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორს დავით ლორთქიფანიძეს შეხვდა. შესაბამის ინფორმაციას საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს. „ელჩი დანიგანი მადლობას უხდის საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და მუზეუმის დირექტორ დავით ლორთქიფანიძეს მასპინძლობისა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებისთვის. ამ სივრცეებში დაცული არტეფაქტები საქართველოს მდიდარი ბიომრავალფეროვნებისა და კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია. როგორც საქართველოს მუზეუმების დიდი ხნის მხარდამჭერი და გულშემატკივარი, აღფრთოვანებული ვართ ეროვნული მუზეუმის თვალსაჩინო განვითარებითა და წარმატებით,“ - წერს საელჩო.  

ელჩი დანიგანი აშშ-საქართველოს მეგობრობისა და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე საუბრობს

ამერიკის საელჩო აცხადებს, რომ ხელს უწეობს ამერიკულ ინვესტიციას და დასაქმების შესაძლებლობებს საქართველოსთვის. ამის მაგალითად საელჩოს დღევანდელი ღონისძიება მოჰყავს. „1958 წელს ორმა ძმამ $600 დოლარი ისესხა პიცერიის გასახსნელად. დღეს იმავე პიცერიას 16 000-ზე მეტი რესტორანი აქვს მსოფლიოში. მოხარული ვართ, რომ უკვე საქართველოშიც გაიხსნა პიცა ჰატის პირველი რესტორანი! მრავალფეროვან და გემრიელ პიცასთან ერთად ეს სიახლე ნიშნავს ამერიკულ ინვესტიციას და დასაქმების შესაძლებლობებს საქართველოსთვის, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, “- წერს ამერიკის საელჩო Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე. რესტორნის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდა ელჩი დანიგანი. „მოხარული ვარ, მივესალმო კიდევ ერთ ამერიკული ბრენდს საქართველოში და გავაძლიერო აშშ-საქართველოს მეგობრობა; ეკონომიკური კავშირები სამუშაო ადგილების შექმნისა და ინვესტიციების გზით,“ აღნიშნა რობინ დანიგანმა.  

პეტრას ციხეზე აღმოჩენილი მოზაიკის და მიმდებარე უბნების კონსერვაციას აშშ დააფინანსებს

პეტრას ციხეზე აღმოჩენილი მოზაიკის და მიმდებარე უბნების კონსერვაციისთვის აშშ 135 000 დოლარს გამოყოფს. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს აჭარის რეგიონში, პეტრას ციხეში, აღმოჩენილი მოზაიკისა და მიმდებარე ტერიტორიის კონსერვაციას. იმ მახასიათებლებისა და ღირებულებების დაცვა შენარჩუნებას, რომლებმაც პეტრას ციხე ისტორიული კონტექსტიდან გამომდინარე გამორჩეულ ნიმუშად აქცია. აშშ-ს ელჩმა რობინ დანიგანმა თავად მოინახულა პეტრას არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსი, მოისმინა ძეგლის უმნიშვნელოვანესი ისტორია. „ეს ციხე და ყველა არტეფაქტი, რომელიც აქ აღმოაჩინეს, ნამდვილად სიმბოლოა იმისა, რომ საქართველო ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი და წარმოაჩენს თქვენს ევროპასთან კავშირს ჯერ კიდევ მეექვსე საუკუნიდან. შეერთებული შტატები მოხარულია, უზრუნველყოს, რომ მომავალმა თაობებმა შეძლონ ამ საოცარი ისტორიული ადგილის ნახვა,“ აღნიშნა ელჩმა. ცნობისთვის, აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის მეშვეობით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მხარს უჭერს შესაბამის ქვეყნებს მსოფლიოს მასშტაბით უძველესი და ისტორიული შენობების აღდგენაში, იშვიათი ხელნაწერებისა და სამუზეუმო კოლექციების შეფასებასა და კონსერვაციაში, მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლების შენარჩუნებასა და დაცვაში, ასევე გაქრობის საფრთხის ქვეშ მყოფი ტრადიციული რეწვის სახეობების, ადგილობრივი ენებისა და გამოხატვის ისეთი ტრადიციული ფორმების აღრიცხვაში, როგორიცაა მუსიკა, ცეკვა და ენები. აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი (AFCP) 2001 წელს აშშ-ის კონგრესის მიერ შეიქმნა. ფონდი ელჩებს საშუალებას აძლევს, წარმოადგინონ განაცხადები ისეთ ერთჯერად ან განმეორებად პროექტებზე, რომლებიც ქვეყნებს მათი კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში ეხმარება. დღეისათვის, აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდმა ას ოცდახუთზე მეტ ქვეყანაში 1000-ზე მეტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროექტი დააფინანსა. თითქმის 74 მილიონი აშშ დოლარი იქნა გამოყოფილი მსოფლიო მასშტაბით კულტურული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად. საქართველოში ფონდმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის 21 პროექტი დააფინანსა თითქმის 2 მილიონი აშშ დოლარის საერთო ღირებულებით, მათ შორის არის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეტანილი ჯვრის მონასტრის კონსერვაციისათვის 2020 წელს გამოყოფილი 500 000 აშშ დოლარის ოდენობის გრანტი. დაცვის პროექტები საქართველოს კულტურული მემკიდრეობის ფართო სპექტრს მოიცავს: ფოლკლორული მუსიკითა და ხელოვნებით დაწყებული, ხუროთმოძღვრებითა და არქიტექტურით დამთავრებული.  

საქართველო გამორჩეულია ძლიერი და შთამაგონებელი ქალების მდიდარი ისტორიით - ამერიკის საელჩო

აშშ-ს საელჩო 8 მარტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სიამაყით უჭერს მხარს გენდერულ თანასწორობასა და ქალთა გაძლიერებას. „გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს! ჩვენ სიამაყით ვუჭერთ მხარს გენდერულ თანასწორობასა და ქალთა გაძლიერებას მთელ მსოფლიოში. მათ შორის საქართველოში, რომელიც გამორჩეულია ძლიერი და შთამაგონებელი ქალების მდიდარი ისტორიით,” – წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დღეს, 8 მარტს ქალთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა.